რუსეთი აუცილებლად განახორციელებს ახალ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაზე და შეიარაღებული ძალები და მოსახლეობა მზად უნდა იყოს ამისთვის- განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტი შიშობს, რომ მომავალი კვირა შეიძლება იყოს ისეთივე რთული, როგორც გასული კვირა, როცა ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის განადგურებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მწვავე ენერგოკრიზისი მოჰყვა.