იტალიაში მეწყერმა 7 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი. 5 ადამიანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ქვეყნის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყერი კოკისპირულ წვიმებს მოჰყვა. სტიქიის რაიონში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს.
მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. მომხდარის გამო იტალიის მთავრობამ დაზარალებულების
დასახმარებლად 2 მლნ ევრო გამოყო. მჭიდროდ დასახლებული ისკია არის ვულკანური კუნძული, რომელიც მდებარეობს ნეაპოლიდან დაახლოებით 30 კმ-ში და ცნობილია თავისი თერმული აბანოებითა და თვალწარმტაცი სანაპიროებით.