სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ისევ გაურკვეველია. იუსტიციის მინისტრმა ჯერ არ იცის, როგორ დაგეგმავს ახალი კონკურსის ჩატარებას და აცხადებს, რომ ახალი სია ალბათ წლის განმავლობაში შედგება. რაც შეეხება კანდიდატების ჩავარდნის საკითხს, თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა.