ბრაზილიაში ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად გარდაიცვალა 3 და დაიჭრა 13 ადამიანი. გარდაცვლილებს შორის 2 მასწავლებელი და 1 მოსწავლეა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამავე სკოლის 16 წლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც თავდასხმას 2 წლის განმავლობაში გეგმავდა.
სამართალდამცავებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. უსაფრთხოების კამერებში დაფიქსირებულია რომ, თავდამსხმელს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აცვია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.