ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერზე თავდამსხმელებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე, ორი მუხლით არის დაწყებული. დაკავებულები 27 და 39 წლის კაცები არიან, ორივე წარსულში ნასამართლევია.
დაზარალებული მონაზონი აგრძელებს მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კლინიკიდან არ ვრცელდება, რადგან როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება თავად არ სურს.
მონასტერში ორი ადამიანი 25 ნოემბერს, შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილობრივები ბრალდებულების სათანადოდ დასჯას ითხოვენ.