უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მტრის 600-ზე მეტი ჯარისკაცი, იარაღის 4 საცავი და სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. გარდა დასახლებული პუნქტების დაბომბვისა, მტერი უტევს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მძიმე ვითარება რჩება ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას თქმით, მომავალი კვირა შესაძლოა უფრო მძიმე იყოს, ხელისუფლება, სამხედროები და საგანგებო სამსახურები კი ამისთვის ემზადებიან. მან უკრაინელებს მოუწოდა მოიმარაგონ წყალი, საკვები და დაადგინონ სად არის ე.წ უძლეველობის პუნქტები, რომელიც სპეციალურად მოწყობილი ადგილია სადაც მოქალაქეებს გათბობა, ინტერნეტით სარგებლობა და ტელეფონების დამუხტვა შეუძლიათ.
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს მტრის 2 საკონტროლო პუნქტზე, ასევე პერსონალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 11 ადგილზე.