იტალიაში კუნძულ ისკიაზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად 1 ქალი გარდაიცვალა. უგზო-უკვლოდ სულ მცირე 5 ადამიანი დაიკარგა.
ძლიერმა წვიმამ ღვარცოფი და მეწყერიც გამოიწვია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
კუნძული ნეაპოლიდან დაახლოებით 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჯგუფი ნეაპოლიდანაც ჩაერთო.
შინაგან საქმეთა მინისტრი სიტუაციას რთულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უამინდობის გამო, რამდენიმე სახლთან მისვლას მაშველები ვერ ახერხებენ.