რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი მსესხებლებს გაეზარდათ. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო. ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა პროდუქტზე, აქციზის გადასახადის გაზრდის გამო, ინფლაცია მიზნობრივ 4 პროცენტიან მაჩვენებელს გადააჭარბებს და გადაწყვეტილება სწორედ ამ პროგნოზს ეყრდნობა. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებზე პროცენტის გაზრდას შეფასებები უკვე მოჰყვა.