ხულოში მდებარე საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარითა და სათამაშოებით აღიჭურვა.
ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარი სააღმზრდელო დაწესებულებას თბილისის მასწავლებელთა სახლისა და მერიის ერთობლივი ორგანიზებით გადაეცა.
აქამდე ბაღში არსებული ინვენტარი მოძველებული იყო.