ახალი შეთავაზება

25 იანვარი 2017, 00:00 2035 ნახვა

თხილვანაში სტიქიის ზონაში მცხოვრებლებმა მთავრობის თავმჯდომარისგან ახალი შეთავაზება მიიღეს. პატარაძე ადგილობრივებს მეზობელ სოფლებში უსაფრთხო ტერიტორიის მოძიებას და მათი საცხოვრებელი  სახლების გადატანას სთავაზობს.  რეგიონის პირველი პირი თხილვანელებს ჰპირდება, რომ სახლების გადატანის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და კომუნიკაციების გაყვანის ყველა ხარჯებს მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს. გარდა ამისა, ზურაბ პატარაძემ დღეს მოსახლეობას კიდევ ერთ ვარიანტი შესთავაზა, ეს არის მეზობელ სოფელში   საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსის აშენება და მათი ბინებით დაკმაყოფილება. მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგა, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე წინ ინდივიდუალური შეხვედრები და საკითხის კომისიური წესით განხილვაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი