ქუთაისში, ფემიციდის ფაქტები მდუმარე აქციით გააპროტესტეს

25 ნოემბერი 2022, 15:06 748 ნახვა

დღეს, ქუთაისში  ფემიციდის ფაქტები მდუმარე აქციით გააპროტესტეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. აქციაზე თერჯოლაში მომხდარი ძალადობის ფაქტი დაგმეს.

საზოგადოებას და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. აქციის ორგანიზატორი ფონდი "სოხუმი" იყო. ქალთა ძალადობის წინააღმდე აქციში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. ფორუმ-თეატრმა კი თემატური პერფომანსი წარადგინა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში