ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ამ მიმართულებით მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება მაროკოს სამეფოში იმართება და იგი ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა.