უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკი გაიზარდა

25 ნოემბერი 2022, 10:50 388 ნახვა

უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს ზრდის, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ მარიანო გროსის თქმით, მხარეებმა ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტონ.

ამასთან, აღნიშნა რომ გუშინ ისტორიაში პირველად, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ ოთხივე ატომურ ელექტროსადგურს - ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკსა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ქსელიდან გაითიშა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები და ბირთვული ელექტროსადგურები უკრაინის საჭიროების დაახლოებით 50 პროცენტს უზრუნველყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი