ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

24 ნოემბერი 2022, 15:09 403 ნახვა

ქუთაისში, 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა,  რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.

ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი