ევროპარლამენტის რეკომენდაციები

24 ნოემბერი 2022, 14:35 373 ნახვა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განცხადებებზე საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას არსებითი რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს.  

ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად,  ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.

რეკომენდაციას მხარი დაუჭირა  502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში