აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“, იუწყება ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თეთრი სახლიდან და თავდაცვის დეპარტამენტიდან.
ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინმა თავიდან შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, შემდეგ კი, ნატო-სთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართოს, თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას მონაცემებში არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. თუმცა, პენტაგონმა შემოდგომით აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს.