ომი უკრაინაში გრძელდება

23 ნოემბერი 2022, 19:32 525 ნახვა

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები საერთაშორისო კანონს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს „იზოლირებული ყველა დონეზე, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში