პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მიმართა ვენეციის კომისიას გასარკვევად თუ რა ეტაპზეა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონპროექტი.
''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქართული კანონპროექტის შემოწმების საჭიროება არ არის, რადგანაც იგი უკრაინულის ანალოგია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად იმოქმედებენ. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიისგან გამოიწვია.
მანამდე, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას უკრაინის ანალოგიურ კანონპროექტზე დაელოდებოდა.