ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია - სხდომა ევროპარლამენტში

23 ნოემბერი 2022, 11:49 715 ნახვა

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ევროპარლამენტარების კიდევ ერთი მხარდაჭერა. ევროპელმა დეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე იმსჯელეს და განაცხადეს, რომ  ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია და კანდიდატმა ქვეყნებმაც უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები.      

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეფორმების აუცილებლობაზე.  ევროპარლამენტარი ლიუდას მაჟილისი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯია   და მკაფიო პერსპექტივა უნდა მიეცეს საქართველოსაც. 

როგორც ლიუდას მაჟილისმა აღნიშნა, ევროკავშირი ერთიან ბაზართან წვდომას ამ ქვეყნებს არასათანადოდ სწრაფად აძლევს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი