კათოლიკური ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად საზეიმო წირვა აღევლინა სულიწმინდის სახელობის ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში. ჩატარდა წმინდა ზიარება, რომლის შემდეგაც ტაძრის მოძღვარმა მრევლი დალოცა და მათ 30 სექტემბერს, რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში ჩამობრძანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. წირვის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.