აშშ-ს ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩესაპიკში ვოლმარტის სუპერმარკეტში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 10-მდე ადამიანი მოკლა, არიან დაშავებულებიც.
ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა, რომელიც წინასწარი ვარაუდით მაღაზიის მენეჯერი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დანაშაულის მოტივი და ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.