ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 268-ს მიაღწია, გარდაცვლილთა შორის, ბევრი ბავშვია. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას ამ დრომდე განაგრძობდნენ. დაკარგულად ითვლება 151 პირი. სტიქიის გამო, საცხოვრებელი 58 000-მდე ადამიანმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მეწყრული პროცესი და რთული რელიეფი აძნელებს.
კუნძულ იავას დასავლეთ ნაწილში, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა.