სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას გადაეცათ: უწყებრივი მედლები - „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, I, II და III ხარისხის მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“, საშტატო იარაღი და ფასიანი საჩუქრები.