ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციას მოითხოვს

22 ნოემბერი 2022, 11:00 698 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა კვირას ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შემდეგ  განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს  ელექტროსადგურის დაბომბვა. 

სადგურზე  სარაკეტო  დარტყმები  დაგმო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ. მისმა ხელმძღვანელმა მსგავს  თავდასხმებს დიდი კატასტროფის მომასწავებელი უწოდა, თუმცა გაეროს ექსპერტებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნია.

გაეროს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური გუშინ  დაათვალიერეს.  ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და იქიდან ყველა რუსი ოკუპანტის გაყვანა მოითხოვა.   

ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური რუსეთის კონტროლის ქვეშ 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო შეჭრის  შემდეგ მოექცა

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი