მკვლელობა ზუგდიდში

21 ნოემბერი 2022, 19:28 819 ნახვა

ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამართალდამცავებმა  არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან, ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი