საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი - ''პირველი ავტოგრაფი''-ს ფარგლებში დღეს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ბათუმის მეოცე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა ფშაველას ჩხიკვთა ქორწილი წარადგინეს.
სპექატაკლში გამოყენებული იყო როგორც მუსიკალური, ისე ნაწარმოების ლირიკული ვერსია. ფესტივალზე 6 დღის განმავლობაში სასკოლო და საყმაწვილო დასები სპექტაკლებს წარადგენენ, პარალელურად გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ევროინტეგრაციის საკითხებზე, ასევე დისკუსიები და შემოქმედებითი აქტივობები.
ფესტივალი 27 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება, გამოვლინდებიან გამარჯვებულები.