ამბავი, რომელიც არაერთ კითხვას აჩენს, რომლებზეც პასუხებს, ქედაში, ირინე წუწუნავა ეძებდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ნარჩენების გადამზიდი მანქანა, საბანკო კრედიტით შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკას ქედაში ამ დრომდე არ ჩაუღწევია, მისი შესაძლებლობებით გამგეობა თავს უკვე იწონებს, ოპოზიცია კი, თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. საკითხთან დაკავშირებით, განმარტებები არ გააკეთეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.