არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო უწყებებში მიმდინარე და დაგეგმილი ოპტიმიზაციის პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას ითხოვენ. მათი თქმით, ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს ნეპოტიზმისა და ფორმალური გადაწყვეტილებების ხარჯზე. რეგიონის საჯარო უწყებებში, რეორგანიზაციის პროცესის დაწყებას, 1 თებერვლიდან აანონსებენ. ინიციატივა, საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.