რიგგარეშე არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

19 ნოემბერი 2022, 20:01 542 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება გრძელდება, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი. საკუთარ შანსებზე პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ აპირებს მომავალშიც დაიხარჯოს პარტიის განვითარებისთვის.

ნიკა მელია არც იმას ამბობს, ვის მიიჩნევს ღირსეულ კონკურენტად, თუმცა იმედი აქვს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებეს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კონკურენტი პარტია ჭაობიდან ვეღარ ამოვა და ამომრჩეველი მათ განაჩენს გამოუტანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში