რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ეს ის მთავარი საკითხებია რაზეც ესპანეთში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები მსჯელებენ. ქართველ კანონმდებლებს პარალელურად დაგეგმილი აქვთ ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა უკვე გამართეს პირველი აუდიენცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
ტრიბუნას საქართველოს დელეგაცია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ გამოიყენებს.