ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება დაიწყო

19 ნოემბერი 2022, 11:48 871 ნახვა

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტირებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი სანებართვო პროცედურების შემდგომ, ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. 

ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების დასრულების შედეგად უნდა გადაიჭრას პრობლემა, რაც შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვას განაპირობებს. 

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება, სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კუბ. მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი