პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები

24 იანვარი 2017, 00:00 1838 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის. სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში კონკრეტდება მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები.  პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა. გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი