ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ყაზახეთსა და უზბეკეთში

18 ნოემბერი 2022, 12:22 408 ნახვა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩავიდა. ვიზიტის დროს ბორელი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევს შეხვდა.  ჯოზეფ ბორელის განცხადებით,რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის ფონზე, ყაზახეთთან პარტნიორობა გადამწყვეტია დღეს არსებული გამოწვევების დასაძლევად. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, გააძლიეროს თანამშრომლობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ გაერო-ს ქარტიას და მის უმთავრეს პრინციპებს. ბორელი ასევე სამარყანდში უზბეკ კოლეგას შეხვდა. დღეს კი ევროკავშირის მაღალჩინოსანი ევროკავშირი-ცენტრალური აზიის დაკავშირების კონფერენციას – „გლობალური კარიბჭეს“ გახსნის, რომელზეც საუბარი იქნება ევროპისა და ცენტრალური აზიის ციფრულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში