პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის გამოსაძიებლად პოლონეთში უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. დმიტრო კულებას განცხადებით, ის ესაუბრა პოლონელ კოლეგას. მისი თქმით, უკრაინა და პოლონეთი ღიად და კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით.