ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ რეზოლუციის პროექტის ტექსტზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, შეთანხმებას 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს, ამასთან ტექსტში ნათქვამი იქნება, რომ „ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ და ქვეყნად, რომელიც იყენებს ტერორისტულ საშუალებებს.