ხელოვნების მუზეუმში მხატვრის ნათია ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ,, სიზმარი’’- ასე ჰქვია გამოფენას, სადაც მხატვრის დეკორატიულ მანერაში შესრულებული, ნაივური ხასიათის 20 ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს მხატვრის ნამუშევრების ნახვა ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 21 ნოემბრამდე შეუძლიათ.