პრემიერ-მინისტრი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც.
ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.