შალვა პაპუაშვილისა და ალენ სიმონიანის ერთობლივი კონფერენცია

17 ნოემბერი 2022, 14:18 376 ნახვა

ალენ სიმონიანს შალვა პაპუშვილმა უმასპინძლა.  ,,საქართველო მზად არის, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა,  რომელმაც სომხეთის  ეროვნული კრების პრეზიდენტთან ერთად  მის თანმხლებ დელეგაციასაც უმასპინძლა. 

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი