აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს

17 ნოემბერი 2022, 14:17 284 ნახვა

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. კალიფორნიაში მაიკ გარსიას გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელებმა  წარმომადგენელთა პალატაში 218 ადგილი მიიღეს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერს კევინ მაკარტის  გამარჯვება უკვე მიულოცა. ვარაუდობენ, რომ მაკარტი  წარმომადგენელთა პალატის  სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. 

კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობა  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ  შეინარჩუნა.

შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის 100-დან 35 წევრი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში