აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისთვის ბიუროების გახსნის საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ეს გადაწყვეტილება დღეს ბიუროს წევრებმა მიიღეს. ბათუმში სამი, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტბში თითო-თითო ბიურო იფუნქციონირებს. მათთვის ბიუჯეტიდან 1 200 ლარი გამოიყოფა, ხოლო მაღლამთიანი აჭარა ბიუროს ფუნქციონირებისთვის დამატებით 600 ლარს მიიღებს. ფრაქცია „მაჟორიტარების“ მიერ ინიცირებულ საკითხს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ. დეპუტატებმა დღესვე “პატრიოტთა ალიანსის” წევრის კომისიების შემადგენლობაში არჩევის შესახებ იმსჯელეს.