2023 წლის ბიუჯეტის მუხლობრივი მსჯელობა დღეს სესიაზე იგეგმება. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის უცვლელად დაბრუნებულ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები ფინანსთა მინისტრის ერთად დეტალურად განიხილავენ, რის შემდეგაც პროექტი მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით კვლავ უკან გადაეგზავნება.
პირველადი ვერსიით, ბიუჯეტი 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები.
ასევე იმატებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. 2023 წლის ბიუჯეტი დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.