ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს საქართველოსა და სომხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
ნიკოლოზ სამხარაძესა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე აქცენტი ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებაზე გაკეთდა, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც.