ენმ-ს წევრებმა ხეების მოჭრის ფაქტი გააპროტესტეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში

16 ნოემბერი 2022, 11:09 574 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ  ცენტრალურ პარკში ფიჭვის უნიკალური სახეობის ხეები  მოიჭრა, რომელიც სანაპიროზე, ქარსაცავ ზოლს ქმნიდა და რეკრეაციული ზონა იყო.    

როგორც ენმ-ს წევრი ლაშა კომახიძე ამბობს, ნებართვა ხე-მცენარეების მოჭრის შესახებ ქობულეთის მერიამ და პირადად მერმა  ლევან ზოიძემ უკანონოდ გასცა.  სპეციალურ ბრიფინგზე ასევე თქვეს, რომ  კიდევ  იგეგმება ხეების მოჭრა, რომლის შესახებაც სანებართვო დოკუმენტაცია უკვე გაცემულია.   

მერიაში სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვეს, წერილობით განმარტებაში კი ნათქვამია,  რომ   მერიას   9 ნოემბერს მოქალაქემ მიმართა აღმაშენებლის 279-ში არსებულ მიწის ნაკვეთში ხეების მოჭრით მოთხოვნით, რომლებიც თვითმმართველობის ინფორმაციით, კერძო საკუთრება იყო და, რომ ეს შესაბამისმა სამსახურმა  მოკვლევით დაადგინა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი