ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი 16 კანდიდატიდან, რომლებმაც გასაუბრება გაიარეს და ვინ შეძლებს დეპუტატების მხარდაჭერას, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, მანამდე კი ისევ ისმის ურთიერთბრალდებები.
ოპოზიციის ნაწილი მხარს მხოლოდ არასამთავრობოების მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს უცხადებს, რაც მიუღებელია უმრავლესობისთვის. ნინო ლომჯარიას შემცვლელი პარლამენტს დეკემბრის დასაწყისში უკვე არჩეული უნდა ჰყავდეს.
ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რომელიც ამ მოცემულობით არცერთ პარტიას პარლამენტში არ აქვს, ამიტომ შესაძლოა მათ ერთმანეთის მხარდაჭერა დასჭირდეთ.