ერთით ნაკლები დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტში. ნონა მამულაშვილის საკითხს პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს კენჭს უყრიან. მანამდე კი საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.
მამულაშვილმა პარლამენტიდან და პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.
პარტიის საარჩევნო სიის გაუქმების გამო მისი საკანონმდებლო ორგანოდან წასვლის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მეოთხე მანდატს, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ჯამში მერვე მანდატს კარგავს.