12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან კიდევ ერთს- ანტიკორუფციულ კანონპროექტს დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭს უყრიან.
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ გეგმასა და პოლიტიკას შეიმუშავებს. არც ამ დოკუმენტს აქვს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა.
ევროკომისიამ კი მეოთხე პუნქტად ჩაუწერა საქართველოს, რომ აუცილებელია ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით.