საქართველო ნატო-ს შემფასებელ მისიასაც მასპინძლობს. დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროგრესი.
დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვას, საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას, სასამართლოს სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
ასევე წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახულია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული შესაძლებლობები.