დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა

14 ნოემბერი 2022, 18:10 504 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით  მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 20 საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა გააკეთა კომენტარი.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი - 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ასევე მინისტრის განცხადებით, 2023 წელს საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ შეეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი