საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს.
ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა.
აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო - სათხილამურო კურორტის მომავალი.
2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით.