აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი?  

14 ნოემბერი 2022, 11:09 424 ნახვა

საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს დღეს საქალაქო სასამართლოში. თუმცა პროცესი, დიდი ალბათობით, კვლავ გადაიდება.

ადვოკატების განმარტებით, მსჯავრდებული პრეზიდენტის ჩვენება საქმისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვერც ამჯერად მოხერხდება.პარალელურად, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებულ კვლევებზე პასუხს ყოფილი პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ელის.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი